ბიო ლიფტინგი



ამჟამად ჩვენი კომპანია “colors of life” გთავაზობთ ოთხი დასახელების კოსმეტიკურ პროდუქტს, ესენია: დამატენიანებელი ”Moisturizing BioEmulsion with Edelweiss and Antarticine” ნებისმიერი კანისთვის, ნაოჭების საწინააღმდეგო ”Intensive anti-wrinkle BioCream with Lilies” ახალგაზრდა კანისთვის, ნაოჭების საწინააღმდეგო ”BioCream Extreme Lift with Orchid” ღრმა ნაოჭებიანი კანისთვის და ”BioLift Eye Contour with Acacia of Senegal” თვალის ირგვლივ წასასმელი ბალზამი. ამ ოთხივე პროდუქტის ძირითადი შემადგენლობაა: ჟოჟობას ზეთი, კაკაოს ზეთი, კამელიას ექსტრაქტი, ზეთის ხილის და ქაცვის ზეთი, კალენდულა, დინდგელი და A,B,E ვიტამინები. გარდა ძირითადი შემადგენლობისა, თითოეული მათგანი ასევე შეიცავს უნიკალური თვისებებით აღჭურვილ მცენარეებს. მაგალითად:
დამატენიანებელ ემულსიაში ”Moisturizing BioEmulsion with Edelweiss and Antarticine” ძირითადი შემადგენლობის გარდა შედის ედელვაისი და არტატისინი. ედელვაისი იზრდება უმთავრესად ალპებში ზღვის დონიდან 2000-3500 მ სიმაღლეზე, არტატისინი კი ანტარქტიდაში, ორივე მცენარე ყინვაგამძლეა, ამის გამო მათი შემცველობა საცხში ანიჭებს კანს ყინვისადმი მდგრადობის უნარს, იცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან, აძლიერებს კანის კოლაგენს და ელასტიურობას.

საცხი შროშანის ექსტრაქტით ”Intensive anti-wrinkle BioCream with Lilies” შროშანის თვისებებიდან გამომდინარე კანს ხავერდოვნებას და ელასტიურობას ანიჭებს, ასევე აქრობს ახალ ნაოჭებს;

ორქიდეას შემცველი საცხი ”BioCream Extreme Lift with Orchid” იძლევა შესანიშნავ ეფექტს–ხდება კანის ჟანგბადით გამდიდრება, ნაოჭების დარბილება და დაჭიმვა, ხსნის დაღლილობას. გამოიყენება როგორც დღის ასევე ღამის კრემად ყველა სახის კანისათვის.

თვალის ირგვლივ წასასმელი ”BioLift Eye Contour with Acacia of Senegal” ნაოჭების საწინააგმდეგო ბალზამი შეიცავს სენეგალური აკაციის ექსტრაქტს და ბრინჯის პუდრას. სენგალური აკაცია იწვევს თვალის გარშემო ნაოჭების დაჭიმვას და გასწორებას მასში შემავალი წებოვანი ნივთიერების გამო; ბრინჯის პუდრა რომელსაც გააჩნია მზის სხივების ამრეკლავი თვისება ხელს უშლის მზის სხივების ზეგავლენით თვალის მოჭუტვას. გამოიყენება ნებისმიერი თვალისთვის, ასევე ნებადართულია ოფთალმოლოგების მიერ ლინზიანი თვალისთვის

No comments:

Post a Comment